Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ვაშაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1972 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (დუბნა, რუსეთის ფედერაცია). 1975-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, 1991-1992 წლებში თეორიული ფიზიკის კათედრაზე, 1985-1986 და 1988-1989 წლებში-მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ), 1989-1990 წლებში იყო ფრასკატის (იტალია) ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი. 1993 წლიდან ატარებდა სამეცნიერო კვლევებს აშშ-ის წამყვან კვლევით ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტებში გამოყენებითი მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით. პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. შოთა ვაშაკიძემ ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა ინგლისურ-ქართული ინტერნეტ-ლექსიკონი, ჩაატარა განათლების, მეცნიერებისა და მედიცინის საერთაშორისო ფორუმი (თსუ, 2004). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.199 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |