The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მსტისლავ როსტროპოვიჩი

მსტისლავ როსტროპოვიჩი
Date of birth:27 March, 1927
Date of death:27 April, 2007  (at 80 years)
Burial location:მოსკოვი
Category:Conductor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ქ. მოსკოვის კონსერვატორია 1946 წელს(ვიოლონჩელო, საკომპოზიციო).

1948-1974წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი(ვიოლონჩელო), 1960 წლიდან პროფესორი; 1970 წლიდან რეგულარულად მართავდა სოლო და სიმფონიურ კონცერტებს, ასევე როგორც კონცერტმაისტერი(მეუღლესთან  - საოპერო მომღერალი გ. ვიშნევსკაია), მასტერკლასებს თბილისში, ბათუმში(2003, უკანასკნელად); მეგობრობდა ქართველ მუსიკოსებთან; 1972 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის გამო გააძევეს სსრკ-დან, მანამდე მისი უკანასკნელი კამერული და სიმფონიური კონცერტი გაიმართა თბილისში(1971, დირიჟორი გ. გოცირიძე, სიმფონიური კონცერტის პროგრამა, ვილონჩელოს კონცერტები: ბაბაჯანიანის, დვოტრჟაკის, პროკოფიევის, სენ-სანსის, შუმანის, ჩაიკოვსკის "ვარიაციები როკოკოს თემაზე", ხაჩატურიანის, ჰაიდნის, 1972, კამერული კონცერტი); 1973 წელს შედგა მისი სადირიჟორო დებიუტი მოსკოვში; მისადმია მიძღვნილი გ. ყანჩელის ვიოლონჩელოს კონცერტი "სიმი"(1996), რომლის პირველი შემსრულებელი იყო მსტისლავ როსტროპოვიჩი; ქართველი მოწაფეები: თ. გაბარაშვილი; 1978 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ევროპაში; რუსი ვიოლონჩელისტი, საზოგადო მოღვაწე, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოს-შემსრულებელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 405

Awards and Honors

  • 1966 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1964 - რუსეთის სახალხო არტისტი
  • 1963 - ლენინური პრემია
  • 1951 - სტალინური პრემია
  • 1950 - გ. ვიგანის სახელობის კონკურსი, I პრემია (პრაღა)
  • 1945 - მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, I პრემია (მოსკოვი)

Share: