შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნადეჟდა როსჩეპკინა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ქ. მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1932 წელს. 1932-1963წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი, პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელსა და თეატრალურ ინსტიტუტში; 1963-1968წწ. მუშაობდა კუბაზე, ქ. ჰავანის ნაციონალური თეატრის ქორეოგრაფ-კონსულტანტად; 1971-1974წწ. იმყოფებოდა ალჟირში; მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა ალჟირის ნაციონალური თეატრი; ქართული რეპერტუარი: გრ. კილაძე "სინათლე", დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის"; ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი", დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ი. ტუსკია "სამშობლო", მ. მ. იპოლიტოვ-ივანოვი "ღალატი"; სხვა რეპერტუარი: ჩაიკოვსკი "გედების ტბა", ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი", მინკუსი "დონ-კიხოტი"; ბალეტის მოცეკვავე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 405 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |