The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური საბინინი

ოფიციალური სახელი:იური საბინ-გუს
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1882
გარდაცვ. თარიღი:8 მარტი, 1958  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ხარკოვის უნივერსიტეტი 1917 წელს(ისტორიულ-ფილოლოგიური).

სიმღერას სწავლობდა ი. ი. ლაპინსკისთან; 1917-1925წწ. იყო საქართველოს, 1925-1927წწ. აზერბაიჯანის, 1928-1933წწ. ქ. სიმფეროპოლის, 1934-1935წწ. ქ. დნეპროპეტროვსკის, 1935-1941წწ. ქ. ლუგანსკის, 1941-1958წწ. ქ. დონეცკის საოპერო თეატრების სოლისტი; ჰქონდა დიდი დიაპაზონის ხმა და დრამატული ნიჭი; რეპერტუარი: ბორისი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"); საოპერო მომღერალი, ბანი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 409

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1949 - უკრაინის სახალხო არტისტი

გააზიარე: