შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1932 წელს. 1936-1956 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. წამოაყენა ვარსკვლავთა სივრცული განაწილების შესწავლის ახალი მოხერხებული მეთოდი, რომელიც ცნობილია ვაშაკიძე-ოორტის მეთოდის სახელწოდებით. შეადგინა გარეგალაქტიკური ნისლეულებისა და გრძელპერიოდიანი ცეფეიდების ფერის მაჩვენებელთა კატალოგი, რის საფუძველზეც გამოიკვლია სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმა. შეისწავლა მზის გვირგვინისა და ნისლეულების გამოსხივების პოლარიზაცია, აღმოაჩინა კიბორჩხალას ნისლეულის გამოსხივების ძლიერი არასითბური ბუნება. მან რამდენიმე შრომა მიუძღვნა ახალი ტელესკოპების გამოკვლევას. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აბასთუმნის ობსერვატორიის სამეცნიერო ექსპედიციების მიერ ტარდებოდა დაკვირვებები მზის სრულ დაბნელებებზე: ურალში (1941), კარელიაში (1945), ბრაზილიაში (1947), შუა აზიაში (1952) და ლაგოდეხში (1954). ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. შეყვანილია მსოფლიოს 400 გამოჩენილი ასტრონომის ბიოგრაფიულ ლექსიკონში. 1970 წელს ქ. ბრაიტონში (დიდი ბრიტანეთი) აშშ-ს დელეგაციის წარდგინებით, ასტრონომთა XIV გენერალურ ასამბლეაზე, ასტრონომიული მეცნიერების წინაშე დამსახურებისათვის, მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს "ვაშაკიძის" სახელი ეწოდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1954). ასტროფიზიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.198 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |