The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ მიქელაძე

მერაბ მიქელაძე
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:1992  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მექანიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1948 წელს.

1953-1960წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის დრეკადობის თეორიის განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1960-1982წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრის გამგე. 1965 წლიდან გარდაცვალებამდე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მექანიკის განყოფილების გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება ანიზოტროპიული პლასტიკური გარსების თეორიას, მანქანებისა და კონსტრუქციების ელემენტების დრეკადობასა და პლასტიკურობას. მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1960).

წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.681

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორ. (1988-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: