The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ლეჟავა

ვლადიმერ ლეჟავა
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:1975  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის მ. ფრუნზეს სახელობის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი 1927 წელს.

1927-1932წწ. მსახურობდა კასპიის სამხედრო ფლოტილიაში. 1932 წელს სწავლობდა ლენინგრადის საზღვაო ფლოტის მეთაურთა კურსებზე. 1933-1937წწ. კასპიის სამხედრო ფლოტილიის დივიზიონის მეთაური, 1937 წელს გადაიყვანეს ბალტიის ზღვის სამხედრო ფლოტში; 1939 წლიდან საესკადრო ნაღმოსანთა ბატალიონის მეთაური, სამოსწავლო რაზმის უფროსი; 1939-1940წწ. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში თეთრფინელების წინააღმდეგ. 1941 წელს იგი იყო სამხედრო-საზღვაო ბაზის უფროსი, 1942 წელს ლენინგრადის სამხედრო-საზღვაობაზის უფროსის მოადგილე. საბჭოთა კონტრ-ადმირალი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.197

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ წევრი (1928-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: