The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოე ლეჟავა

ნოე ლეჟავა
Date of birth:1884
Date of death:1938  (at 54 years)
Category:Public official, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ქუთაისის გუბერნია.

1907-1917წწ. რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის, ალექსანდროპოლისა და სარიყამიშის რკინიგზის დეპოს მუშებს შორის; 1917 წელს თბილისის დეპოში მემანქანედ მუშაობდა და რევოლუციურ მოღვაწეობას განაგრძობდა; მან მონაწილეობა მიიღო კავკასიის ფრონტიდან რევოლუციურად განწყობილი ჯარების საბჭოთა რუსეთში გაგზავნაში; აგრეთვე რევკომის შექმნაში დოლიარსა და შამქორში, ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მუსავატელების მიერ მოწყობილ კონტრრევოლუციური აჯანყების ლიკვიდაციაში. 1918 წელს აქტიურად მონაწილეობდა დუშეთის მაზრის გლეხთა შეიარაღებულ აჯანყებაში მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს. 1920 წლის მაისიდან პარტიულ მუშაობას განაგრძობდა ჩრდილოეთ კავკასიაში. 1920 წლის ბოლოს ბაქოში იყო, შემდეგ სწავლობდა მოსკოვში სვერდლოვის სახელობის კომუნისტურ უნივერსიტეტში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი საპასუხისმგებლო სამეურნეო თანამდებობებზე იყო. რევოლიციური მოძრაობის მოღვაწე ამიერკავკასიაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.197

Member of Organizations

  • კომპარტიის წევრი (1908-)

Share: