The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მუშთაიდი

Legal name:მირ-ფეთე-აღა საედ მუჟთაჰიდი
Date of birth:18??
Date of death:24 October, 1892
Category:Nobleman, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თავრიზი, ჩრდილო-დასავლეთ ირანი.

ირანის რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწე, შიიტების სექტის მეთაური. წარმოშობით აზერბაიჯანელი, თავრიზის მუჯაჰიდი. თბილისში დასახლდა და მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გააშენა ბაღი (ყოფილი სერგო ორჯინიკიძის სახელობის კულტურისა და დასავენების ცენტრალური პარკი, ამჟამად მუშთაიდის პარკი). გადმოცემის თანახმად, მუშთაიდის ბაღი თბილისში, მე-19 საუკუნეში გაშენდა, ირანელი დიდგვაროვანის მიერ. სწორედ მისი გვარია მუშთაიდი, რაც შემდეგ ბაღს ეწოდა. მუშთაიდის ცოლი ქართველი ქალი იყო, ნინო, რომელიც ირანელმა დიდგვაროვანმა  სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. საყვარელი ცოლის თხოვნით მუშთაიდი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, თუმცა მეუღლე მალევე გარდაეცვალა. ირანელმა დიდგვაროვანმა ნინო სახლის წინ დაკრძალა და მის საფლავზე ვარდები დარგო. თანდათან მუშთაიდმა საფლავის გარშემო ბაღი გააშენა, რომლის მოსარწყავად არხი მტკვრიდან გადმოიყვანა. მოგვიანებით მუშთაიდი სამშობლოში დაბრუნდა, ბაღი კი ერთ-ერთ  ვაჭარს მიჰყიდა. დროთა განმავლობაში ბაღი სასეირნო და გასართობ ადგილად იქცა. სწორედ მუშთაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. მუშთაიდის ბაღში ათასობით ჯიშის უნიკალური მცენარეა გაშენებული (გლედიჩია, თელა, იფანი, საპნის ხე, ქაღალდის ხე, თუთა, ელდარის ფიჭვი, კედარი, გუნდის ხე, მრავალი ბუჩქი და ყვავილი). მიუხედავად იმისა, რომ ბაღმა რამდენჯერმე გამოიცვალა სახელი, მათ შორის ერთი პერიოდი მას ორჯონიკიძის ბაღს უწოდებდნენ, მაინც სამუდამოდ შერჩა დამაარსებლის, მუშთაიდის სახელი,  ირანელი დიდგვაროვანის შემოქმედებაზე ქართველების მადლიერების ნიშნად. 1845 წელს დაბრუნდა თავრიზში, სადაც გარდაიცვალა.

წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.679



Share: