The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ინწკირველი

დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1898
გარდაცვ. თარიღი:6 მაისი, 1967  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაგომარი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო-ტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1930 წელს.

საქართველოს სსრ არქიტექტურთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1930-1960 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ნამუშევრები: წყალტუბო-სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმის კომპლექსი (1956 წელი, არქიტექტორ ვ. ჩანტლაძესთან ერთად. თანაავტორი ვ. ნასარიძე); სოცდაზღვევის სანატორიუმი (არქიტექტორ თ. ფოცხიშვილთან ერთად) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 186

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის პირველი მდივანი (1947-1952)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: