Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ ჩარქსელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი უშგული. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის კათედრაზე ლაბორანტ-სტატისტიკოსად, 1960-1963 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის სტატისტიკისა და საბუღალტრო აღრიცხვის კათედრის ასისტენტი; 1964-1970 წწ. - საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1970-1974 წწ. - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1974-1980 წწ. - მაიაკოვსკის რაიონის პარტიის რაიკომის პირველი მდივანი, 1980 წლიდან საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "საქსახმიწპროექტის" დირექტორი; 1992-1995წწ. საართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სრულიად საქართველოს მიწადმოქმედთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მისი სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება მიწათმოწყობისა და მიწის კადასტრის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1971). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.682; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.145; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 365 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |