შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო ინწკირველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფანფალეთი, ოზურგეთის მაზრა. 1901 წლიდან ეწეოდა არალეგალურ მოღვაწეობას. 1905-1907 წწ. რევოლუციის დროს იყო ჭიათურის მუშათა პოლიტიკური გაფიცვების და შოროპნის მაზრაში დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი; შოროპნის მაზრის სამხედრო-რევოლუციური შტაბის მეთაური; მონაწილეობდა ჩხარის საპოლიციო უბნის, ყვირილის სამაზრო საპოლიციო სამმართველოსა და თენგინის პოლკის ჯარისკაცების განიარაღებაში. 1906-1907 წწ. პროპაგანდას ეწეოდა თბილისის მუშათა არალეგალურ წრეებში, დისკუსიებზე გამოდიოდა ბოლშევიკური პარტიის პოზიციების დასაცავად და სხვა. 1908 წელს პარტიული დავალებით გაემგზავრა ბაქოში, სადაც დაიღუპა პოლიციასთან შეტაკების დროს. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოსა და ამიერკავკასიაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 186
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |