შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა მიწიშვილი![]()
ბიოგრაფიამისი კვლევის საგანს შეადგენდა შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკა და მეთუნეობის განვითარების ისტორია. მონოგრაფიულად შეისწავლა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან - "განჯისკართან" განლაგებული კერამიკული საწარმოს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული კერამიკული მასალა და მოგვცა მისი კლასიფიკაცია. ნუმიზმატიკურ მასალასთან შეჯერების შედეგად დაადგინა სახელოსნოს არსებობის ქრონოლოგიური საზღვრები IX საუკუნიდან მონღოლთა შემოსევამდე (XIII ს. I ნახ.). კვლევის საფუძველზე გამოთქვა მოსაზრება, რომ თბილისის სამხრეთ გალავნიდან ხელოსანთა და ვაჭართა უბანი (რაბათი) იყო. თბილისს ეძღვნება მისი ნაშრომები: თბილისური კერამიკა ("საბჭოთა საქართველო", 1965, N9); თბილისის დედაქალაქზე აღმოჩენილი მოჭიქული კერამიკა (კრ. ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები ტ. 2, თბ., 1974.). თბილისის ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლების მკვლევარი, არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1998). წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.682 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |