The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ სალარიძე

ვახტანგ სალარიძე
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1911
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 2001  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეტეხი, კასპის რაიონი.

1929-1930წწ. სწავლობდა თბილისის შ. რუსთაველის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში.

1930-1935წწ. მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში: ჭიათურის(1931-1932), ქუთაისის(1938-1939), 1939 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრის წამყვანი სოლისტი; ქართული რეპერტუარი, რამდენიმე ათეული როლი, მათ შორის: ბოღმა ვანო, შაქრო(გ. ცაბაძე "კურკას ქორწილი", "მეტეხის ჩრდილში"), კარაპეტა(შ. მილორავა "ძუნწი"), მამაზეციერი(გ. ჩლაიძე "ღვთაებრივი კომედია"), მთავარი როლი(ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ომში", 1968, პრემიერა), მთავარი როლი(ბ. კვერნაძე "ცოლები და ქმრები", 1970, პრემიერა), მთავარი როლი(ვ. აზარაშვილი "შვიდნი ძმანი გურჯანელნი", 1972, პრემიერა), მთავარი როლი(შ. მილორავა "დედისერთა ჯარში მიდის", 1975), მთავარი როლი(მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები", 1975, პრემიერა), მთავარი როლები(შ. მილორავა "ჩანჩურა", 1976, პრემიერა, "ჩემი კეთილი მეზობელი", 1976, პრემიერა, "სათაგური", 1978, პრემიერა), მთავარი როლი(გ. ცაბაძე "მე სიყვარულის მომღერალი ვარ", 1979, პრემიერა).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 415; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.328

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1966 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: