The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ვაშაყმაძე

ივანე ვაშაყმაძე
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1937  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსაყდარი, ყოფილი ოზურგეთის მაზრა.

მონაწილეობდა გურიის გლეხობის შეიარაღებულ გამოსვლებში. ასრულებდა საკავშირო კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის სპეციალურ დავალებებს. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ(1921) იყო დუშეთისა და ახალსენაკის  კომკავშირის სამაზრო კომიტეტის მდივანი. 1923 წელს საქართველოს კპ. ცკ-მა ივანე ვაშაკიძე სასწავლებლად გააგზავნა მოსკოვში. 1926 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმმწიფო უნივერსიტეტი, კომუნისტური აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა, რის შემდეგ იქვე დაიწყო მუშაობა მეცნიერ-თანამშრომლად და ისტორიული მატერიალიზმის სექციის სწავლულ მდივნად. უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კურსს. 1930 წელს დანიშნეს საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორად და აირჩიეს დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის პროფესორად. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახელმწიფო კომისრის მოადგილედ, ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორად. 1934 წელს აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდიუმის წევრად. იკვლევდა დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის საკითხებს. არის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.200

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალი , პრეზიდიუმის წევრი (1934-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: