The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ტოროტაძე

ალექსანდრე ტოროტაძე
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1910
გარდაცვ. თარიღი:25 მაისი, 1968  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის პოლიგრაფსკოლა 1927 წელს და მოსკოვის პოლიგრაფიის ინსტიტუტი 1935 წელს.

1929-1959 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში და მუშაობდა მოსკოვის უცხოური და ნაციონალური ლექსიკონების სახელმწიფო გამომცემლობაში. თბილისში დაბრუნების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სტამბაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარ რედაქციაში, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში.

1948 წელს გამოსცა ლინოტიპის პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო. 1958-1963 წლებში ჟურნალში "მეცნიერება და ტექნიკა" აქვეყნებდა სტატიებს პოლიგრაფიის საკითხებზე. 1964 წელს გამოქვეყნდა მის მიერ შედგენილი "ერთეულთა საერთაშორისო სისტემა", ხოლო 1967 წელს - "კორექტურული ნიშნები და მათი გამოყენება". მუშაობდა მხატვრული თარგმანის სფეროშიც - ნინო მამისაშვილთან ერთად თარგმნა ჯეი დაისის "ვაშინგტონის ისტორია" (1964).

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარებაში: არის მოკლე რუსულ-ქართული ლექსიკონის შემდგენელი (რედაქტორი პროფ. სიმონ ყაუხჩიშვილი). ლექსიკონის პირველი გამოცემა გამოქვეყნდა 1959 წელს, მეორე შესწორებული და შევსებული გამოცემა კი - 1969 წელს.

მის მიერ ნინო მამისაშვილთან ერთად შედგენილი რუსულ-ქართული პოლიგრაფიული ლექსიკონის ნაწილი 1967-1969 წლებში დაიბეჭდა ჟურნალებში "პოლიგრაფისტი" და "საქართველოს პოლიგრაფია".

ლექსიკოგრაფი, პოლიგრაფისტი.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: