The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბერნარდ გრდზელოვი

ოფიციალური სახელი:ბერნარდ გრძელაშვილი
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1915
გარდაცვ. თარიღი:8 ოქტომბერი, 1950  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ეგვიპტოლოგიური ძიებანი დაიწყო ბერლინის მუზეუმში ცნობილი ეგვიპტოლოგის კ. ჰ. ზეთეს ხელმძღვანელობით. შემდეგ მუშაობდა კაიროში, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტში, ცნობილ ეგვიპტოლოგ ლ. ბორჰარდტთან; ეგვიპტეში იყო ებრაელთა კვლევის საზოგადოების რედაქციის მდივანი. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევები (სამი მონოგრაფია და 30-ზე მეტი სტატია), რომელთა ნაწილი დაიბეჭდა მისი გარდაცვალების შემდეგ, ეხება პირამიდების ეპოქის მეფეთა ცხედრების გაწმენდასა და ბალზამირებას, რეშეფის კულტის შექმნას, ფარაონ სეთი I-ის სტელას სკითოპოლისში, ფარაონთა ეგვიპტის პაპირუსებსა და ეპიგრაფიკას, სემიტურ-აღმოსავლურ ურთიერთობებს. მისი რამდენიმე ნაშრომის ხელნაწერი ინახება ინგლისში, გრიფითის ინსტიტუტში. ეგვიპტოლოგი, ეროვნებით ქართველი.

წყარო: science.org.ge


გააზიარე: