Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბერნარდ გრდზელოვი![]()
Biographyეგვიპტოლოგიური ძიებანი დაიწყო ბერლინის მუზეუმში ცნობილი ეგვიპტოლოგის კ. ჰ. ზეთეს ხელმძღვანელობით. შემდეგ მუშაობდა კაიროში, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტში, ცნობილ ეგვიპტოლოგ ლ. ბორჰარდტთან; ეგვიპტეში იყო ებრაელთა კვლევის საზოგადოების რედაქციის მდივანი. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევები (სამი მონოგრაფია და 30-ზე მეტი სტატია), რომელთა ნაწილი დაიბეჭდა მისი გარდაცვალების შემდეგ, ეხება პირამიდების ეპოქის მეფეთა ცხედრების გაწმენდასა და ბალზამირებას, რეშეფის კულტის შექმნას, ფარაონ სეთი I-ის სტელას სკითოპოლისში, ფარაონთა ეგვიპტის პაპირუსებსა და ეპიგრაფიკას, სემიტურ-აღმოსავლურ ურთიერთობებს. მისი რამდენიმე ნაშრომის ხელნაწერი ინახება ინგლისში, გრიფითის ინსტიტუტში. ეგვიპტოლოგი, ეროვნებით ქართველი. წყარო: science.org.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |