The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ვაშაყმაძე

დაბადების თარიღი:16 მარტი, 1901
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1995  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სალხინო (ჯვარისწერი), ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1931 წელს.

1924-1927 წლებში მუშაობდა სოხუმის 9-წლიან ქართულ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად, ხოლო 1931-1980 წლებში თბილისის სხვადასხვა სკოლაში. მისი მრავალი მოსწავლე გახდა ცნობილი მეცნიერი. მათემატიკაში მოსწავლეთა შორის პირველი ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1933, თბილისის №26-ე საცდელ-საჩვენებელი სკოლა). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.200

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: