Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიანა ვაშაყმაძე-ვერონეზე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1987 წელს, ხოლო თბილისის კონსერვატორია (პროფ. ნ. ანდღულაძისა და გ. კარიაულის კლასი) 1991 წელს. 1987 წელს სწავლა განაგრძო ნიუ-იორკის კონსერვატორიაში (პროფ. მალასის კლასი) და ოზიმოს ვოკალურ აკადემიაში. 1994-1996 წლებში პროფესიული სწავლების პროგრამა გაიარა ნიუ-იორკის მანჰეტენის სამუსიკო სკოლაში. მისი დებიუტი საოპერო სცენაზე შედგა ნიუ-იორკში, რ. ვ. უილიამზის ოპერაში "ზღვის მხედრები". მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლედი მაკბეთი, აიდა, აზუჩენა (ჯუზეპე ვერდის "მაკბეთი", "აიდა", "ტრუბადური"), ტურანდოტი (ჯ. პუჩინის "ტურანდოტი"), იზოლდა (რ. ვაგნერის "ტრისტანი და იზოლდა" და სხვ). 2005 წელს დიანა ვაშაყმაძე წარმატებით წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე აიდას პარტიით ჯუზეპე ვერდის ოპერაში "აიდა". ჰქონდა ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი, სავსე ბგერის მქონე ხმა. აღსანიშნავია მისი სამეცნიერო მოღვაწეობა. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო კვანძთა თეორიის გამოყენება ელემენტარული ნაწილაკების აღსაწერად. მიღებული აქვს 3 პატენტი. იტალიელი მუსიკოსის, ა. ვერონეზეს მეუღლე. მომღერალი (დრამატული სოპრანო), თეორეტიკოს-ფიზიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.200 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |