შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტისლავ ვაშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1939 წელს. ამავე წლიდან მუშაობადა მხატვრად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ, შემდეგ კი თელავის დარმატულ თეატრებში. 1945 წლიდან იყო თბილისის კინოსტუდია "ქართული ფილმის" კომბინირებულ გადაღებათა მხატვარი. მისი მონაწილეობით შეიქმნა მრავალი ფილმი, მათ შორის "დავით გურამიშვილი" (1946), "ქეთო და კოტე" (1948), "ბაში-აჩუკი" (1956), "მამლუქი" (1958), "მაია წყნეთელი" (1959), "ჯარისკაცის მამა" (1964), "სინემა" (1977), "ყვარყვარე თუთაბერი" (1978), "ჯადოსნური ღამე" (1983), "საფეხური" (1986) და სხვ. შექმნა ანა ანტონოვსკაიას რომან "დიდი მოურავის" ილუსტრაციები. გრაფიკოსი, სცენოგრაფი, კინოს მხატვარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.201 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |