The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტისლავ ვაშაძე

დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1914
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1994  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1939 წელს.

ამავე წლიდან მუშაობადა მხატვრად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ, შემდეგ კი თელავის დარმატულ თეატრებში. 1945 წლიდან იყო თბილისის კინოსტუდია "ქართული ფილმის" კომბინირებულ გადაღებათა მხატვარი. მისი მონაწილეობით შეიქმნა მრავალი ფილმი, მათ შორის "დავით გურამიშვილი" (1946), "ქეთო და კოტე" (1948), "ბაში-აჩუკი" (1956), "მამლუქი" (1958), "მაია წყნეთელი" (1959), "ჯარისკაცის მამა" (1964), "სინემა" (1977), "ყვარყვარე თუთაბერი" (1978), "ჯადოსნური ღამე" (1983), "საფეხური" (1986) და სხვ. შექმნა ანა ანტონოვსკაიას რომან "დიდი მოურავის" ილუსტრაციები. გრაფიკოსი, სცენოგრაფი, კინოს მხატვარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.201

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: