The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენ კარერ დ'ანკოსი

ელენ კარერ დ'ანკოსი
ოფიციალური სახელი:ელენე ზურაბიშვილი
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 2023  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი.

დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი.

პარიზის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა სსრ კავშირის პოლიტიკურ და სოციალურ ისტორიაზე; საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევით ცენტრში ხელმძღვანელობდა სსრკ სექციას; იყო კვლევის უფროსი პოლიტიკურ მეცნიერებათა ეროვნულ ინსტიტუტში (საფრანგეთი); 1971 წლიდან მონაწილეობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის სლავური კომიტეტის სლავურ ჯგუფში; 1972 წელს პარიზში გამოვიდა მისი კაპიტალური ნაშრომი "საბჭოთა კავშირი – ლენინიდან სტალინამდე. 1917–1953 წლები"; 1978 გამოიცა მისი განთქმული ნაშრომი "დამსხვრეული იმპერია", რომელშიც იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა და მეცნიერულად აჩვენა, რომ საბჭოეთში სრულებითაც არ არის მოგვარებული ეროვნული საკითხი, მწვავედ დგას ეროვნულ უმცირესობათა პრობლემა, რაც ეროვნულ ერთეულებად დაშლის საფრთხეს უქადის მას; 1986 გამოქვეყნდა მისი ნაშრომი "არც ომი, არც ზავი", რომელიც ეხება ლეონიდ ბრეჟნევის დროინდელ სსრ კავშირსა და მის პოლიტიკას. პოლიტოლოგი, სოვეტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის შვილი. მიღებული აქვს ჯილდოები: ეროვნული ორდენი -  "დამსახურებისთვის" - ოფიცერი, სამხრეთის ჯვრის ეროვნული ორდენის კომანდორი (ბრაზილია), ლეოპოლდ I-ის ორდენის კომანდორი (ბელგია), საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი (1999), საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი (2004), საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი (2008), საპატიო ნიშნის ორდენი, რუსეთის ფედერაციასა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (2009), ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენის კომანდორი, საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ჯვარი (2011).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბოლშევიკები და ეროვნებები 1929 წლამდე", დაიცვა 1976 წელს (სორბონის უნივერსიტეტი).

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge; რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.geradiotavisupleba.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საფრანგეთის აკადემია (ე. წ. უკვდავთა აკადემია) , წევრი (1989-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი
  • 2003 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

გააზიარე: