The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურჯი მეჰმედ-ფაშა

გურჯი მეჰმედ-ფაშა
დაბადების თარიღი:1556
გარდაცვ. თარიღი:1666  (110 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: იმერეთის სამეფო.

ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი, ეროვნებით ქართველი. ახალგაზრდობისას დაუტყვევებიათ, მონად უყიდია დიდ ვეზირს კოჯა სინანფაშას; სინან-ფაშამ გურჯი მეჰმედი სულთნის სასახლეში მიიყვანა. იგი მალე დაწინაურდა. 1614 წელს იგი ჯებეჯიბაშად – ჯებეჯიების კორპუსის (სპეციალური გასამხედროებული დაქირავებული სამეურნეო ორგანიზაცია) უფროსად დაუნიშნავთ. ჯებეჯიების კორპუსს, რომელშიც XVII ს. დამდეგს 5730 კაცი იყო გაერთიანებული, ევალებოდა იარაღის დამზადება, შენახვა და განაწილება. მათვე ექვემდებარებოდა იარაღის დამამზადებელი სახელოსნოები. 1615–1616 წლებში მონაწილეობდა ირანის წინააღმდეგ ლაშქრობაში, შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე; 1621  წელს მონაწილეობა მიიღო პოლონეთის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში; 1622 წელს დაინიშნა დიდ ამირახორად – სასახლის საჯინიბოს უმაღლეს მოხელედ; 1623 წელს იბრძოდა აჯანყებული აბაზაფაშას წინააღმდეგ; 1625–1626წწ. იყო დამასკის, დიარბაქირის ბეგლარბეგი, შემდეგ დააბრუნეს სტამბოლში და დივანი ჰუმაიუნის კუბე ვეზირად დანიშნეს, სადაც 1630-იანი წლების დამდეგამდე დაყო; 1631 წლიდან იყო არზრუმის ბეგლარბეგი, 1632 წლიდან – ანატოლიისა; 1635 წელს, როცა მურად IV-მ ირანზე გაილაშქრა, ქენან-ფაშას (წარმოშობით ქართველს) დაავალა ახალციხის აღება; 23 დღიანი ალყის შემდეგ ქალაქი აიღეს, სულთნის დავალებით გურჯი მეჰმედ-ფაშამ ახალციხე შეაკეთა, გაამაგრა და დამატებითი გარნიზონი ჩააყენა; 1637 წელს კვლავ არზრუმის ბეგლარბეგია, 1638 წელს – მარაშის ვალი; იმავე წელს მონაწილეობა მიიღო და თავი გამოიჩინა ბაღდადის აღებაში; 1639 წელს დანიშნეს ანატოლიის ბეგლარბეგად, ერთი წლის შემდეგ კი სტამბოლში დააბრუნეს და კვლავ კუბე ვეზირად დანიშნეს; რამდენიმე წელიწადში ისევ აღმოსავლეთით მოუწია წასვლა; იყო დამასკის, ალეპოს, არზრუმის ვალი; 1649 წელს სტამბოლში დაბრუნდა, 1651 წელს დანიშნეს დიდ ვეზირად. ამ დროს იმპერია მძიმე მდგომარეობაში იყო, სახელმწიფო საქმეების მართვაში აქტიურად ერეოდა სულთნის დედა. უკვე 90 წელს გადაცილებულმა, თავი ვერ გაართვა საქმეს და 1652 წელს გადააყენეს. ამის შემდეგ იყო ოჰრის სანჯაყბეგი, თემიშვარის ბეგლარბეგი, კუნძულ კვიპროსის მმართველი, ბოლოს – ბუდინის ბეგლარბეგი, სადაც გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,2012.-გვ.232-233


გააზიარე: