The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მჭედლოვი

ვახტანგ მჭედლოვი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:19 მაისი, 1924  (39 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1904 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, პარალელურად მოსკოვის სამხატვრო თეატრთან არსებული სარეჟისორო კურსების მსმენელი იყო. 1905 წლიდან კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სამხატვრო თეატრში ჯერ რეჟისორის თანაშემწედ, შემდეგ რეჟისორად. იყო სტანისლავსკის მოწაფე და მისი მხატვრული პრინციპების მქადაგებელი. მონაწილეობდა სამხატვრო თეატრის დადგმების (ჰ. იბსენის "ბრანდი", ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", მ. მეტერლინსკის "ლურჯი ფრინველი") განხორციელებაში. დადგა ზ. გიპიუსის "მწვანე რგოლი" და სხვა. 1924 წელს სტუდიას მისი სახელი ეწოდა და სათავეში ჩაუდგა. 

წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.268


 


გააზიარე: