შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჩე (ქორეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიავაჩე, კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 827-839 წლებში. გარდაბნელ მთავართა-დონაურების საგვარეულოდან. ვაჩე უნდა იყოს "მატიანე ქართლისაიში" მოხსენიებული დაჩი ქორეპისკოპოსი (იოვანე ქვაბულის ძის შვილი). 827 წელს, კახეთის მთავრის გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ, გარდაბნიდან გამოსულმა დონაურთა საგვარეულოს მთავრებმა შეთქმულება მოაწყვეს, ხელში ჩაიგდეს კახეთ-კუხეთ-გარდაბნის პოლიტიკური ძალაუფლება და ვაჩე დონაური გაამთავრეს. ქორეპისკოპოს ვაჩე დონაურის დროს კახეთში აჯანყდნენ არაბების წინააღმდეგ. არაბი მწერლის, იაკუბის ცნობით, დაახლოებით 829-832 წლებში არაბებმა გამდგარი თბილისის საამიროსა და ამბოხებული წანარების წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ლაშქარი გამოგზავნეს სარდალ ხალიდ იბნ იაზიდის სარდლობით, რომელმაც აჯანყება სასტიკად ჩაახშო. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |