The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჩე (ქორეპისკოპოსი)

დაბადების თარიღი:8??
გარდაცვ. თარიღი:8??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ვაჩე, კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 827-839 წლებში. გარდაბნელ მთავართა-დონაურების საგვარეულოდან. ვაჩე უნდა იყოს "მატიანე ქართლისაიში" მოხსენიებული დაჩი ქორეპისკოპოსი (იოვანე ქვაბულის ძის შვილი). 827 წელს, კახეთის მთავრის გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ, გარდაბნიდან გამოსულმა დონაურთა საგვარეულოს მთავრებმა შეთქმულება მოაწყვეს, ხელში ჩაიგდეს კახეთ-კუხეთ-გარდაბნის პოლიტიკური ძალაუფლება და ვაჩე დონაური გაამთავრეს. ქორეპისკოპოს ვაჩე დონაურის დროს კახეთში აჯანყდნენ არაბების წინააღმდეგ. არაბი მწერლის, იაკუბის ცნობით, დაახლოებით 829-832 წლებში არაბებმა გამდგარი თბილისის საამიროსა და ამბოხებული წანარების წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ლაშქარი გამოგზავნეს სარდალ ხალიდ იბნ იაზიდის სარდლობით, რომელმაც აჯანყება სასტიკად ჩაახშო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.204


გააზიარე: