The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა გურული

კობა გურული
სხვა სახელი:კუკური გურული
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:9 აპრილი, 2010  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საქარა, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1956 წელს.

მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია თემატიკის მრავალფეროვნება, ფორმის მოქნილობა, ძლიერი ნახატი, დახვეწილი კომპოზიცია; ლითონმქანდაკებლობაში დანერგა მრავალი ახალი ტექნიკურ-მხატვრული ხერხი, შექმნა მოჩარჩოების რამდენიმე ორიგინალური ფორმა. სამუშაო მასალად იყენებდა სხვადასხვა სახის ლითონს, ქმნიდა რელიეფურად ამოყვანილ სამკაულებს, წიგნის ყდის მოჭედილობებს, ლითონის დაზგურ ქანდაკებებს და მონუმენტურ- დეკორატიულ ქანდაკება-პანოებს. ნამუშევართაგან აღსანიშნავია: ციკლი ქართული სოფლის ცხოვრების თემაზე "მიწა და ადამიანები" (1963–1974, ავტორის კუთვნილება), მონუმტური ქანდაკება "ავთანდილის სიმღერა" (1965, თბილისის მუსიკალური თეატრისათვის), იზმირის მსოფლიო გამოფენაზე საქართველების პავილიონის მხატვრული გაფორმებისათვის შექმნილი ფრიზი (1965), ჭედური კომპოზიციები ("მედეას მოტაცება", "რუსთაველი და ვეფხვი", "თინათინის სიმღერა", "სინაზე" და სხვ.) საოკეანო ლაინერის "შოთა რუსთაველის" ინტერიერისათვის (1966), ლითონის ქანდაკება - პანოები ("თამარი", "ბექა და ბეშქენ ოპიზრები", "სულხანსაბა ორბელიანი", "რუსთაველის ფრესკა იერუსალიმში") ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ინტერიერისათვის (1968), პანოები ლაინერისთვის "აჭარა" (1968) და სხვ. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში ორჯერ (1970, 1973), გერმანიაში, იუგოსლავიაში, უნგრეთში, მოსკოვში, ლენინგრადში და სხვ. მოქანდაკე, ოქრომქანდაკებელი, თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.225

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: