The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დაუდ-ხანი

დაუდ-ხანი
ოფიციალური სახელი:უნდილაძე
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625–1633წწ. წარმომავლობით ქართველი. ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და ელენე. იყო ნიჭიერი მხედართმთავარი. მისი ხელმძღვანელობით ირანის ჯარმა 1614 წელს დაიპყრო გამბრუნი; 1618 წელს არდებილთან შეაკავა ოსმალები და შემდეგ უკუაქცია ისინი; ეწეოდა დიდ სააღმშენებლო საქმიანობას – ააგო ბაზრები, ქარვასლები და სხვ.; ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან და გარეული იყო მარტყოფის აჯანყების მომზადებაში. შაჰის ბრძანებით აჯანყებულ ქართველთა წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო, თუმცა, ავადმყოფობის საბაბით, უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე; 1625 წელს, როგორც შაჰის მოციქული, მონაწილეობდა თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში; მისი მცდელობით შემუშავდა საქართველოს მიმართ შაჰ–აბას I-ის კომპრომისული პოლიტიკა; 1629 წელს ირანში შაჰ-სეფი I-ის კარზე დაწინაურებულმა ქართველმა ბატონიშვილმა ხოსრო-მირზამ (შემდგომ ქართლის მეფე როსტომი) მოახერხა მისი ჩამოქვეითება; 1630–1631წწ. სეფი I-მა დაუდ-ხანი მეჯლისიდან გააძევა; 1633 წელს აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I-ის მეთაურობით სეფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში; მან ყაჯართა ერთი ჯგუფი წაიყვანა საქართველოში, შემდეგ აჯანყებულებმა ყაჯართა თავკაცები დახოცეს და განჯა-ყარაბაღი დაარბიეს. სეფი I-მა თეიმურაზს მოსთხოვა დაუდ-ხანის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა, მაგრამ თეიმურაზმა შაჰს უარი შეუთვალა. დაუდ-ხანმა ოსმალეთს შეაფარა თავი. ალავერდი-ხანის (ალავერდ უნდილაძე) ძე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.335; საქართველოს სამეფოს ვებ-გვერდი: georoyal.ge


გააზიარე: