შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალაქია დვალი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა შავრა, ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1943 წელს. 1949–1952წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის გეოლოგიური სამმართველოს სამშენებლო უბნის უფროს ინჟინრად; 1958 წლიდან სპეციალიზირებულ სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოში (1968 წლიდან გაერთიანება) არქიტექტორ-რესტავრატორად; 1968 წლიდან მთავარ არქიტექტორად; 1989–2004წწ. იყო ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს (შემდეგ – დეპარტამენტი) მთავარი არქიტექტორი, პარალელურად 1958–2006წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. მისი ავტორობით არის რესტავრირებული ძეგლები: მანგლისის ტაძარი (1959), სოფ. პატარა ონის ეკლესია (1974), ნიკორწმინდის ტაძარი (1980) და ძველი გავაზი (1987, ორი უკანასკნელი გ. ნიკოლაძესთან ერთად), თბილისის მეტეხის ტაძარი (1969, ვ. ცინცაძესთან ერთად), ძველი გაგრის ეკლესია (1957) და სხვ. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. არქიტექტორ-რესტავრატორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1963). წყარო: ენციკლოპედია "საქართველოს" ელექტრონული ვერსია science.org.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |