შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მორბედაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1951 წელს. მუშაობდა მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტში, 1951-2000წწ. "თბილქალაქპროექტში"; იყო "საქსოფპროექტის" მთავარი არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრები: "მაღალმთიანი სოფელი გუდანი" (1985; არქიტექორების მსოფლიოს ბიენალეზე - გრან-პრი); საცხოვრებელი სახლი მცხეთის ქუჩაზე (1962; რ. ბაირამაშვილთან და თ. კანდელაკთან ერთად); კომპლექსი - უნივერმაღი "თბილისი", ა. გრიბოედოვის სახ. თეატრი და მეტროპოლიტენის მიწისზედა ვესტიბიული "თავისუფლების მოედანი" (1967-1977წწ.; ავტორთა ჯგუფთან ერთად); ვახტანგ გორგასლის ძეგლის არქიტექტურა (1967; მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტექტორ თ. კანდელაკთან ერთად); საქართველოს არქიტექტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი გაგრაში (1980; ავტორთა ჯგუფთან ერთად) და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.686-687; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |