The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ლესელიძე

ვიქტორ ლესელიძე
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1907
გარდაცვ. თარიღი:28 ივნისი, 1944  (37 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ილინსკოეს ძმათა სასაფლაო, ოლონეცკის რაიონი, კარელია, რუსეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხვარბეთი, ოზურგეთის მაზრა.

თბილისის საარტილერიო სამხედრო სასწავლებელი 1929 წელს.

მეთაურობდა ბატარეას, დივიზიონს, საარტილერიო პოლკს; 1939-1940წწ. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში; 1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის დროს მეთაურობდა 619 საარმიო ნაღმმტყორცნელთა პოლკს. 1944 წლის 28 ივნისს სოფელ ვიდლიცასთან ბრძოლაში პირადად გაუძღვა იერიშზე გადასულ ქვედანაყოფებს და გმირულად დაიღუპა მტერთან ხელჩართულ ბრძოლაში. პოდპოლკოვნიკი (1943).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.200

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1931-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: