შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე VI (კათალიკოსი)![]()
ბიოგრაფიადავით აღმაშენებლის სახელმწიფო ღონისძიებების ენერგიული გამტარებელი, 1103 წელს თავმჯდომარეობდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, რომელმაც ეპისკოპოსობიდან გადააყენა ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვაროვანი ფეოდალები და მათ ადგილზე დანიშნა მეფის ერთგულნი; მოაწესრიგა საეკლესიო წყობილების დარღვეული ნორმები, შეიმუშავა და დადგენილების სახით გამოუშვა ახალი საეკლესიო კანონები. დავით აღმაშენებლის ინიციატივით 1123 წელს იოანემ შიომღვიმის სამეფო მონასტერს მიანიჭა მის საყმო მამულში სასამართლო და საგადასახადო შეუვალობა. იოანე კათალიკოსი ზრუნავდა საზღვარგარეთის ქართული კულტურის ცენტრებში ლიტერატურული მუშაობის გაცხოველებისათვის. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 187
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |