The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიპარიტ I ბაღვაში

დაბადების თარიღი:8??
გარდაცვ. თარიღი:8??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

სამთავროებს შორის პირველობისათვის ატეხილი ბრძოლის გამო IX საუკუნის 80-იან წლებში დატოვა ბაღვაშთა მამულობითი სამფლობელო არგვეთი და გადავიდა თრიალეთში, სადაც ქართლიდან ჯავახეთისკენ მიმავალ გზაზე, თრიალეთის ქედის უღელტეხილზე ე. წ. კლდეკარში, ააგო ციხე და საერისთავო დააარსა. მან თავის პატრონად სცნო ("იპატრონა") დავით ბაგრატის ძე კურაპალატი (876-881) და მხარი დაუჭირა მას გვარამ (გუარამ) მამფალის (გ. 882) ძის ნასრას (გ. 888) წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი დახმარებით ნასრა განდევნეს კონსტანტინეპოლში. შემდგომში კურაპალატის ახლოს მდგომთა შორის ლიპარიტი აღარ ჩანს. კლდეკარის საერისთავოს პირველი ერისთავი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.247; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.376


გააზიარე: