The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე IX (კათალიკოსი)

ოფიციალური სახელი:იოანე ავალიშვილი
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:კალიგრაფი, მხატვარი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1612-1616 წლებში. ადრე საფარის მონასტრის წინამძღვარი იყო. ის და მისი ძმა ზაქარია დაახლოებული იყვნენ ქართლისა და კახეთის სამეფო ოჯახებთან. იოანეს ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობა უბოძეს, შემდეგ — ქართლის მთავარეპისკოპოსობა. 1614 წელს შაჰ-აბას I-ის აღმოსავლეთ საქართველოში შემოსევის დროს, იოანე იმერეთში გაიხიზნა და დიდხანს ცხოვრობდა მალაქია კათოლიკოს-პატრიარქთან, იქვე გარდაიცვალა. 1609 წელს იოანეს გადაუწერია და აშიებით შეუმკია ლოცვან-დაუჯდომელი თეიმურაზ I-ის დედის, — ქეთევან დედოფლის დაკვეთით. ერისკაცობის დროს მის მიერ იქნა გადაწერილი და მხატვრულად გაფორმებული "ვეფხისტყაოსანი".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 187


გააზიარე: