The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სალუქვაძე

გიორგი სალუქვაძე
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:15 ივნისი, 1990  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მომღერალი, მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უჩხუბი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1939 წელს.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1941-1946წწ. საბჭოთა არმიის რიგებში იმყოფებოდა. 1947 წლიდან მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა მშობლიურ, მახარაძის (დღევანდელი ოზურგეთის) რაიონში და მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. იყო ქ. მახარაძის N1 ჩაის ფაბრიკის მთავარი ინჟინერი, დირექტორის მოადგილე, მახარაძის რაიონის აღმასკომის ენერგეტიკისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი და მახარაძის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1950 წლიდან გადაიყვანეს ბჟუჟჰესის მშენებლობის ტექნიკურ დირექტორად, შემდეგ ბჟუჟჰესის ექსპლუატაციის დირექტორად და 1956 წლიდან "საქმთვარენერგოს" ბჟუჟჰესის N9 კასკადის დირექტორად. იგი თითქმის 35 წელი ხელმძღვანელობდა ბჟუჟჰესს. გარდა საინჟინრო საქმიანობისა მრავალმხრივია მისი შემოქმედება. 1935 წელს დაიწყო ქორეოგრაფიული მოღვაწეობა; იყო ჯ. ბაგრატიონის ქორეოგრაფიული ანსამბლის სოლისტი; 1937-1941წწ. დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფი; 1947-1972წწ. ქ. მახარაძის, ქობულეთის, ქაქუთის, ახალციხის კულტურის სახლების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების ქორეოგრაფი; აღადგინა და დადგა მრავალი მივიწყებული ქართული ცეკვა(შიპრობა, ფუნდრუკი, ფარცაკუკუ, ფერხული, იდუმალა, ხორუმი, ვარძიობაძიობა); შექმნა ხალხური სანახაობა "სეირი", საბავშვო ცეკვები "ცხენობანა", "წყაროსთან"; დადგა ცეკვები: "კალმახობა", "ხერტლის ნადი", "ვაჟთა მთიულური"; 1965 წლიდან იყო საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების მახარაძის რაიონული განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე; 1968 წელს ამ საზოგადოების თაოსნობით ქ. მახარაძეში შეიქმნა ეთნოგრაფიული გუნდი, სიმღერების(გურული), საგალობლების აღმდგენი და შემსწავლელი 4-წლიანი სალოტბარო სკოლა, სადაც ლოტბართა და მომღერალთა თაობები აღიზარდა; 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა ქ. მახარაძის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიულ ანსამბლს "იადონი"; ლოტბარი, კონსტრუქტორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 416; საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბლოგი: geofolkcentre.wordpress.comგამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.124-126

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1957 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: