The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მრევლიშვილი

ალექსანდრე მრევლიშვილი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1866
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1933  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაწყებითი განათლება მიიღო თბილისში, ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ - მხატვარ ლომგოს კერძო სამხატვრო სტუდიაში. 1884-1890წწ. სწავლობდა მოსკოვში - ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების უმაღლეს სასწავლებელში, 1896-1903წწ. კი პარიზში - ჟიულიენის აკადემიაში.  მოიარა იტალია, გერმანია, გაიმდიდრა გონებრივი თვალსაწიერი. მის მიერ შექმნილი სახეები ხასიათდება ცხოვრებისეული სიმართლით, ეროვნული თვითმყოფადობით. ნამუშევრები: "კრწანისის ბრძოლის შემდეგ" (1900-1920), "უკანასკნელი მცველნი" (1890-იანი წლები), "სოფლის კანცელარიასთან" (1889), "დაბალი ღობე" (1900, ყველა - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). მუშაობდა წიგნის გრაფიკაში. გააფორმა ი. გოგებაშვილის "დედა ენა", "ბუნების კარი", ქართული ზღაპრები. ნაყოფიერად მუშაობდა პორტრეტის ჟანრში. თბილისში არის ალექსანდრე მრევლიშვილის ქუჩა. ფერმწერი, გრაფიკოსი, თანამედროვე ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.691; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.286; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.167; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.75


გააზიარე: