The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამუილ სამოსუდი

სამუილ სამოსუდი
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1884
გარდაცვ. თარიღი:6 ნოემბერი, 1964  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვოდევიჩის სასაფლაო, ქ. მოსკოვი
კატეგორია:დირიჟორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1906 წელს.

1917-1919წწ. იყო პეტერბურგის "მარიას" თეატრის დირიჟორი; 1918-1936წწ. ლენინგრადის მცირე საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1936-1943წწ. სსრკ დიდი თეატრის დირიჟორი; 1943-1950წწ. მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის თეატრის დირიჟორი; აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა ოპერის შექმნაში(შოსტაკოვიჩი "კატერინა იზმაილოვა", ძერჟინსკი "წყნარი დონი", პროკოფიევი "ომი და მშვიდობა", "სიმიონ კოტკო"); გამოდიოდა სიმფონიურ კონცერტებში; წარმოშობით ებრაელი, რუსი მუსიკოსი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 417

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - წითელი დროშის ორდენი
  • 1952 - სტალინური პრემია
  • 1947 - სტალინური პრემია
  • 1941 - სტალინური პრემია
  • 1937 - ლენინის ორდენი
  • 1937 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1936 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: