The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლონდა სამსონიძე

ლონდა სამსონიძე
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1945
გარდაცვ. თარიღი:29 მაისი, 2000  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს (საფორტეპიანო).

იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1998 წლიდან პროფესორი, 1991-1999წწ. პრორექტორი; პიანისტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუსიკის განცდის განვითარების თავისებურებათა ზოგიერთი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებანი", დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მუსიკალური აზროვნების განვითარების საწყისები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 418; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.395; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.586

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1998-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების მედალი
    საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემის სახელოვნებო განათლების დარგში შეტანილი წვლილისათვის,ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია

  • მუსიკის ფსიქოლოგია : ლექციები მუსიკოს-პედაგოგების, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის (ავტორი). - თბილისი, ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია, 2012. - 136გვ. . - ISBN: 9789941919756

გააზიარე: