The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიპარიტ IV ბაღვაში

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

 ბაგრატ IV-ს მცირეწლოვანების პერიოდში საქართველოს ფაქტობრივი გამგებელი იყო ქართლის ერისთავ ივანე აბაზასძესთან ერთად. 1028 წ. მან დაამარცხა ბიზანტიელი კეისრის კონსტანტინეს მიერ საქართველოს ასაოხრებლად გამოგზავნილი ლაშქარი. შემდეგ კი, ივანე აბაზასძესთან ერთად მეთაურობდა საქართველოს შეერთებულ ლაშქარს, რომელმაც მდინარე ეკლეცთან სძლია საქართველოს მეფის ყმობისაგან თავდახსნილი განძის ამირა ფადლონის ჯარს. 1032 წელს ლიპარიტმა დაატყვევა თბილისის ამირა და ერთი ციხე წაართვა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე დიდაზნაურების რჩევით მეფემ ტყვე გაათავისუფლა, იყმო და ამირადვე დაიტოვა. 1037-1038 წწ. მისი ჩაგონებით ბაგრატ-ის ლაშქარი კახთა მეფის ჯართან ერთად თბილისს შემოადგა. 2 წლის ალყის შემდეგ ბაგრატ IV ლიპარიტის დაუკითხავად ამირას დაუზავდა. ამით განაწყენებული ლიპარიტი საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს, დაუკავშირდა ბიზანტიას, რომელმაც მალე იგი დამხმარე ლაშქრით, დიდძალი ფულითა და საქართველოს სამეფო ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძის თანხლებით ბაგრატ IV-ს წინააღმდეგ გამოგზავნა. ლიპარიტმა ალყა შემოარტყა სამეფო ციხე ატენს, მაგრამ შემდეგ, საქმე გართულდა და იგი ბაგრატს დაუზავდა. მეფემ ლიპარიტს ქართლის ერისთავობა უბოძა, მაგრამ ლიპარიტ IV აგრესიული ბიზანტიის აგენტი იყო და ფარულად თუ აშკარად საქართველოს გაერთიანება - გაძლიერებას ებრძოდა. მან ერთერთი ბრძოლის დროს გამოიხსნა ბაგრატ IV-სთან მძევლად მყოფი თავისი შვილი ივანე, შემდეგ სასირეთის ჭალაში ბრძოლისას მეფე დაამარცხა კიდეც. 1048 წელს ლიპარიტი მონაწილეობდა თურქ-სელჯუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზანტიის მხარეზე. თურქებმა სძლიეს ბიზანტიელებს, ლიპარიტი კი ტყვედ ჩავარდა. 1051 წელს იგი გაათავისუფლეს ტყვეობიდან და საქართველოში დაბრუნდა. აქ ბიზანტიის მხარდაჭერით კვლავ მომძლავრდა. 1054 წელს ბიზანტიის კეისრის მოთხოვნით ლიპარიტი მთელი სამხრეთ საქართველოს მთავარი გახდა. 1058 წელს მეფის ერთგულმა მესხმა აზნაურებმა სულა კალმახის ერისთავის მეთაურობით შეიპყრეს ლიპარიტი და მიჰგვარეს მეფეს, რომელმაც ორგული ფეოდალი იძულებით ბერად შეაყენა. ამის შემდეგ ბერი ანტონი (ლიპარიტყოფილი) ბიზანტიაში გადაიხვეწა. კონსტანტინეპოლში ლიპარიტი ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. შემორჩენილია მისი ზოგიერთი თხზულება.  "მატიანე ქართლისაის" ცნობით, ლიპარიტ IV კონსტანტინეპოლში გარდაიცვალა, საიდანაც საქართველოში ჩამოუსვენებიათ და კაცხში დაუკრძალავთ. კლდეკარის ერისთავი XI  საუკუნის 30-იან წლებში, ლიპარიტ III-ის ძე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.247; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.377


გააზიარე: