The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიპარიტ V ბაღვაში

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მას ამირადაც მოიხსენიებს. 1093 წელს ლიპარიტ V საქართველოს სამეფო კარის წინააღმდეგ გამოვიდა. დავით აღმაშენებელმა თავგასული ქვეშევრდომის "ინება გაწურთა" და შეიპყრო იგი. რამდენიმე ხნის შემდეგ ლიპარიტი "მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ", მეფემ გაათავისუფლა და ყველა მისი უფლება შეუცვლელად სცნო. როგორც ჩანს, ლიპარიტ V-მ თავისი ფიცი და პირობა არ შეასრულა და საქართველოს მეფეს კვლავ გაუორგულდა "განაცხადა მტრობა უკეთურებასა იწურთიდა". დავით აღმაშენებელმა კვლავ შეიპყრო იგი და 2 წლის პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა (1096) სადაც გარდაიცვალა. კლდეკარის ერისთავი XI საუკუნის 90-იან წლებში. ივანე II ბაღვაშის ძე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.247



გააზიარე: