Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლადო მუჯირი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ზუგდიდის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1923 წელს; 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე; 1933 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. თავდაპირველად დაიწყო მოძრავი დიაგრამების, აგიტაციური, ტექნიკური ხასითის მულტიპლიკაციური ფილმების გადაღება; 1929 წლიდან მუშაობდა რეჟისორ-მულტიპლიკატორად "სახკინმრეწვში"; 1930 წელს გადაიღო "შორს აკვანი" და "გაზაფხული" - ორი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმი; მათი შექმნით იწყება ქართული მულტფილმის ისტორია, ამიტომ ქართული მულტიპლიკაციის დაბადების თარიღად 1930 წელი ითვლება; 1932 წელს გადაიღო მულტიპლიკაციური ფილმი "მეოთხე გადამწყვეტი წელი"; მოამზადა სცენარი და დაიწყო მხატვრული ფილმის "ჩქარი სვლით" გადაღება, რომელიც დაფინანსების შეწყვეტის გამო ვერ დაასრულა; 1945 წლის 21 აგვისტოს დაინიშნა მულტიპლიკაციური ფილმების საამქროს უფროსად; გადაღებული აქვს ფილმები: "არგონავტები" (1936), "გაიძვერა" (1936), "ჩიორა" (1938), "გადააჭარბა" (1941), "სამი მეგობარი" (1943), "ოქროს ბიბილო" (1947), "გაზაფხულის სტუმრები" (1947), "მამაცი მთამსვლელები" (1950, ა. ხინთიბიძესთან ერთად), "ფრთოსანი მეგობრები" (1950) და სხვა. მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორი და მხატვარი. ქართული მულტიპლიკაციის ფუძემდებელი. წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.697; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |