The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე X (კათალიკოს-პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:იოანე დიასამიძე
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1700
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1688-1692 და 1695-1700 წლებში. მხარს უჭერდა ერეკლე I-ს გიორგი  XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზრუნავდა მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეკონომიკურად გაძლიერებისათვის. 1692 წელს  დავით-გარეჯის  მონასტერს მცხეთის შემოსავლიდან დაუწესა ყოველწლიური ულუფა-ჯამაგირი სურსათის სახით. კათოლიკოსად კურთხევამდე რუსთავის მიტროპოლიტი იყო. იოანეს კათოლიკოსად დადგინების ფაქტთან დაკავშირებით ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: "ამან (ერეკლე I-მა) შესცვალა და დასხნა თჳსნი, კათალიკოსად დიასამიძე იოანე, მთავარეპისკოპოზად ნაცვლიშვილი, ტფილელად ყაფლანისშვილი დომენტი, მანგლელად ჯავახიშვილი იოსებ". შემორჩა იოანე დიასამიძის მიერ 1689-1700 წლებში გაცემული რამდენიმე წყალობის წიგნი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 187


გააზიარე: