Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე X (კათალიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1688-1692 და 1695-1700 წლებში. მხარს უჭერდა ერეკლე I-ს გიორგი XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზრუნავდა მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეკონომიკურად გაძლიერებისათვის. 1692 წელს დავით-გარეჯის მონასტერს მცხეთის შემოსავლიდან დაუწესა ყოველწლიური ულუფა-ჯამაგირი სურსათის სახით. კათოლიკოსად კურთხევამდე რუსთავის მიტროპოლიტი იყო. იოანეს კათოლიკოსად დადგინების ფაქტთან დაკავშირებით ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს: "ამან (ერეკლე I-მა) შესცვალა და დასხნა თჳსნი, კათალიკოსად დიასამიძე იოანე, მთავარეპისკოპოზად ნაცვლიშვილი, ტფილელად ყაფლანისშვილი დომენტი, მანგლელად ჯავახიშვილი იოსებ". შემორჩა იოანე დიასამიძის მიერ 1689-1700 წლებში გაცემული რამდენიმე წყალობის წიგნი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 187
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |