The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე მშვენიერაძე

პეტრე მშვენიერაძე
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1929
გარდაცვ. თარიღი:3 ივნისი, 2003  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს.

თბილისის და მოსკოვის "დინამოს" წევრი, სსრკ ნაკრების წევრი და კაპიტანი. ოლიმპიური თამაშების მეორე (1960, რომი) და მესამე (1956, მელბურნი) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე (1962) და მესამე (1958) პრიზიორი, სსრკ ათგზის ჩემპიონი მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში. მან საბჭოთა კავშირის სახელით მონაწილეობა მიიღო 1952, 1956 და 1960 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. 1952 წელს მონაწილეობა მიიღო წლის მსოფლიო ზაფხულის ოლიმპიადის წყალბურთის შეჯიბრში რომელშიც საბჭოთა კავშირმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. ითამაშა კონკურსის ფარგლებში გამართულ ცხრავე მატჩში და გაიტანა როგორც მინიმუმ ერთი გოლი (ზუსტი ინფორმაცია დღემდე უცნობია). ოთხი წლის შემდგომ გამართულ ოლიმპიადაზე მან მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და საბჭოთა გუნდთან ერთად დაიკავა მესამე ადგილი. მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ შვიდსავე მატჩში. 1960 წელს გამართულ თამაშებზე საბჭოთა კავშირის წყალბურთელთა გუნდი დამარცხდა ფინალში და დაიკავა მეორე ადგილი, პეტრე მშვენიერაძემ კი მოიპოვა ვერცხლის მედალი. ამ ოლიმპიადაზეც მან ითამაშა ყველა (შვიდ) მატჩში და საერთო ჯამში მოწინააღმდეგის კარში გაიტანა 5 გოლი. წყალბურთელი.

წყარო: თბილისი:ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.697

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: