Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პეტრე მშვენიერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს. თბილისის და მოსკოვის "დინამოს" წევრი, სსრკ ნაკრების წევრი და კაპიტანი. ოლიმპიური თამაშების მეორე (1960, რომი) და მესამე (1956, მელბურნი) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის მეორე (1962) და მესამე (1958) პრიზიორი, სსრკ ათგზის ჩემპიონი მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაში. მან საბჭოთა კავშირის სახელით მონაწილეობა მიიღო 1952, 1956 და 1960 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. 1952 წელს მონაწილეობა მიიღო წლის მსოფლიო ზაფხულის ოლიმპიადის წყალბურთის შეჯიბრში რომელშიც საბჭოთა კავშირმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. ითამაშა კონკურსის ფარგლებში გამართულ ცხრავე მატჩში და გაიტანა როგორც მინიმუმ ერთი გოლი (ზუსტი ინფორმაცია დღემდე უცნობია). ოთხი წლის შემდგომ გამართულ ოლიმპიადაზე მან მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და საბჭოთა გუნდთან ერთად დაიკავა მესამე ადგილი. მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ შვიდსავე მატჩში. 1960 წელს გამართულ თამაშებზე საბჭოთა კავშირის წყალბურთელთა გუნდი დამარცხდა ფინალში და დაიკავა მეორე ადგილი, პეტრე მშვენიერაძემ კი მოიპოვა ვერცხლის მედალი. ამ ოლიმპიადაზეც მან ითამაშა ყველა (შვიდ) მატჩში და საერთო ჯამში მოწინააღმდეგის კარში გაიტანა 5 გოლი. წყალბურთელი. წყარო: თბილისი:ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.697 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |