| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი მინდელი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პილიტექნიკური ინსტიტუტი 1953 წელს. 1953–1970წწ. მუშაობდა სამთო საქმის საკავშირო-სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1970-2000წწ. იყო მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტის დირექტორი; 2000–2007წწ. ამავე ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილი მცირე სიმძლავრის ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის (სსიპ) დირექტორი. მისი სამეცნიერო შრომები ეხება სამთო საქმის ელექტრიფიკაციის პრობლემებს, მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიას და სხვა. იკვლევდა სამთო საქმის ელექტრიფიკაციის პრობლემებს, ელექტრული მანქანების სპეციფიკურ ტექნოლოგიურ პროცესებსა და სპეციალური ტექნოლოგიური დანადგარების კონსტრუირების საკითხებს, რაც მის 160-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, 60 გამოგონებასა და მონოგრაფიაშია ასახული. მისი ერთ-ერთი გამოგონების ლიცენზია იყიდა ცნობილმა შვეიცარულმა ფირმამ "მიკაფილმმა". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეცნიერი ელექტროტექნიკის დარგში, აღიარებული მკვლევარი და ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1970). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.698; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.130; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

