შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ლოგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1932 წელს. 1929-1932 წწ. მუშაობდა საამქროს უფროსად სტალინის სახელობის თბილისის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, 1932-1941 წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში მოძრავი შედგენილობის ჯგუფის უფროსად, შემდეგ კი ელექტრიფიკაციის სამსახურის უფროსად. 1943-1950 წწ. და 1950-1953 წწ. იყო შაორის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უფროსი, ხოლო 1953 წლიდან მოსკოვში სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს რკინიგზების ელექტრიფიკაციის სამონტაჟო ტრესტ "ტრანსელექტრომონტაჟის" მმართველი. რკინიგზების ელექტრიფიკაციის სპეციალისტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.277 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |