The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ლოგუა

შალვა ლოგუა
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1 აპრილი, 1978  (69 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მოსკოვი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1932 წელს.

 1929-1932 წწ. მუშაობდა საამქროს უფროსად სტალინის სახელობის თბილისის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, 1932-1941 წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში მოძრავი შედგენილობის ჯგუფის უფროსად, შემდეგ კი ელექტრიფიკაციის სამსახურის უფროსად. 1943-1950 წწ. და 1950-1953 წწ. იყო შაორის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის უფროსი, ხოლო 1953 წლიდან მოსკოვში სსრკ სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს რკინიგზების ელექტრიფიკაციის სამონტაჟო ტრესტ "ტრანსელექტრომონტაჟის" მმართველი. რკინიგზების ელექტრიფიკაციის სპეციალისტი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.277

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - სოციალისტური შრომის გმირი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: