Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ნადირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი 1940 წელს. 1932 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში საქართველოს საბჭოს ავიასამოდელო ლაბორატორიაში, სადაც დაფიქსირდა მისი პირველი გამოგონება საფრენოსნო აპარატების დარგში. 1938 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა ცენტრალურ აეროჰიდროდინამიკურ ინსტიტუტში ინჟინრად, შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელად, სამეცნიერო კვლევის საგანი იყო თვითმფრინავის საჰაერო ბალიშის პრინციპზე დაფუძნებული ამფრენ–დამჯდომი მოწყობილობა. მის მიერ დამუშავებულია საფრენი აპარატების რთული სისტემების აგების თეორიული და ტექნიკური პრინციპები. მას ეკუთვნის მსოფლიოში პირველი მეტეოროლოგიური კვლევითი რაკეტა "МР-1". 1958 წელს, საბჭოთა რაკეტმშენებლობის ფუძემდებლის რეკომენდაციით, ქართველი კონსტრუქტორი პირველ საკონსტრუქტორო ბიუროში გადაიყვანეს და პირველი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მთავარ კონსტრუქტორად დანიშნეს. ინსტიტუტის უცვლელი ხელმძღვანელი იყო 26 წლის განმავლობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა "Темп", "Пионер", "Тополь"-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსები. მისი ხელმძღვანელობითაა შექმნილი აგრეთვე რაკეტები მყარ საწვავზე სისტემებისათვის: "ვოსხოდი", "სოიუზი", "კოსმოსი", "სოიუზ–აპოლონი", "პროგრესი". ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972). რუსეთის კოსმონავტიკის ინსტიტუტის მიერ დაწესებულია აკადემიკოს ნადირაძის სახელობის მედალი. წაყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ., 1984.-გვ.285 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |